უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო

დღეს, 31 მარტს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება მოისმინეს.

 

მოხსენების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და ბუჩას ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო.

თავის გამოსვლაში სალომე ზურაბიშვილი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმებისა და ღირებულებების გაძლიერება, სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარება, ევროპული რეკომენდაციების შესრულება.

ამასთან, მან კრიტიკულად შეაფასა დაჩქარებული წესით მიღებული რიგი კანონები და ხელისუფლების გადაწყვეტილებები.

სალომე ზურაბიშვილმა ვრცლად ისაუბრა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც ისტორიულად უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია და, რომლის მეშვეობითაც ქართველმა ერმა საკუთარი მომავალი გადაწყვიტა.  

​პარლამენტის სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





































































































































































 

 

















































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions