დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციისა და ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა-გენოციდის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეზოლუციის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის თაობაზე.“
დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავა, ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” თავმჯდომარე ჯემალ საჯაია, დეპუტატები ზურაბ ჯგუბურია, თეიმურაზ მჟავია.
გაერთიანებულ სხდომაზე კომიტეტების წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების მაქსიმალურად გათვალისწინებით დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 20 სექტემბრის პრეზიდიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციისა და ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა - გენოციდის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეზოლუციის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვას.