უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა

9 ოქტომბერს ჩატარდა უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეებისა და საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა.

 

სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.

სხდომაზე განხილულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე“.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ მჟავია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, მოადგილე ზურაბ ჯგუბურია. სხდომას ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები როსტომ შამუგია, ელგუჯა გვაზავა, ეთერ ასტემიროვა.

კომიტეტების წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინებით დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილი კანონის  პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვას.































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions