საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა ჩატარდა

6 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასთან არსებული სსიპ  აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან დაკავშირებით, ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის კონსტანტინე (კოტე) აფხაზის წმინდანად შერაცხვის მრევლის მიერ მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სხდომას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ადა მარშანია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, დეპუტატები ელგუჯა გვაზავა, ეთერ ასტემიროვა, რაისა უბილავა.
























































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions