აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა საქართველოს საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი 1992-2004 წლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ომის შემდგომ წლებში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, საქართველოს დამსახურებული იურისტი, პოლიციის გენერალი, აფხაზეთის პრობლემის დარეგულირების პროცესების აქტიური მონაწილე, ვახტანგ გორგასლის II-ე ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი
გივი ლომინაძე
და სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.
პანაშვიდი: 8 და 9 იანვარს, 16 საათიდან.
მის. თბილისი, ბროლოსანის 31, II სადარბაზო, ბინა 15, (წმ. ივლიტას და კვირიკეს ეკლესიის გვერდით-პეკინის გამზირი).
გამოსვენება 10 იანვარს 15 სთ-ზე, სიონის ეკლესიიდან