გარდაიცვალა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გივი ლომინაძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა საქართველოს საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი 1992-2004 წლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და  საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ომის შემდგომ წლებში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში,  საქართველოს დამსახურებული იურისტი, პოლიციის გენერალი, აფხაზეთის პრობლემის დარეგულირების პროცესების აქტიური მონაწილე,  ვახტანგ გორგასლის II-ე ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი

 

გივი ლომინაძე

და სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

 

პანაშვიდი: 8 და 9 იანვარს, 16 საათიდან.

მის. თბილისი, ბროლოსანის 31, II  სადარბაზო, ბინა 15, (წმ. ივლიტას  და კვირიკეს  ეკლესიის გვერდით-პეკინის გამზირი).

გამოსვენება  10 იანვარს 15 სთ-ზე, სიონის ეკლესიიდან

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions