ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია პრესკლუბ „კვირაში“

 

აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ  მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა და დაწვრილებით მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება.

 

„დანამდვილებით ვიცი, რომ რაულ ხაჯიმბას ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ, თუ გადადგომაზე განცხადებას არ დაწერდა“, – აღნიშნა ბატონმა ჯემალ გამახარიამ, „ბჟანია როცა მოსკოვში ჩავიდა შარშან აპრილში, იმისთვის რომ მხარდაჭერა, რუსეთის ნდობა მოეპოვებინა, მაშინ ის მოწამლეს. იმიტომ, რომ რუსეთს ჰყავდა გამოკვეთილი ფავორიტი. არძინბას შემდეგ, რომლზეც ფსონს სდებდა, ეს იყო ხაჯიმბა. ეს გრძელდებოდა ბოლო წამამდე, სანამ ხაჯიმბას, აგარაკზე არ მიადგა ადამიანთა ჯგუფი და პირდაპირ შეუთვალეს, რომ მას ფიზიკურად გაანადგურებდნენ, თუ ის განცხადებას არ დაწერდა. ეს იქ ხმამაღლა არ გაცხადებულა, მაგრამ მე დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ასე იყო. მას უთხრეს, იქ ვინც მიადგა ახრა ავიძბას მეთაურობით, რომ იქნებოდა ფიზიკურად გაანდგურებული, ხაჯიმბა ადგა და დაწერა განცხადება. რუსების, რომლებიც ჩავიდნენ, ამოცანა იყო, ხაჯიმბას გადარჩენა, რაც მათ ვერ შეძლეს. ხაჯიმბა წავიდა. ახლა ბჟანია აკეთებს განცხადებას, რომ რუსეთმა, ვითომ აიძულა ხაჯიმბა წასულიყო და დაასტაბილურა სიტუაცია. ეს არის ზღაპარი. ეს კოჭის გაგორებაა რუსეთისთვის. ბჟანიას ძალიან სჭირდება რუსეთის მხარდაჭერა და კეთილი განწყობა, რომელიც მას არ გააჩნია, მაგრამ რუსეთი იძულებულია, მას ანგარიში გაუწიოს, ისე როგორც თავის დროზე ბაღაფშს გაუწია ანგარიში, რომელიც ძალიან არ უნდოდა, მაგრამ მაინც გახდა დე ფაქტო პრეზიდენტი და მერე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. გაურკვეველში, მაგრამ, ბევრისთვის ძალიან გარკვეულ ვითარებაში.

 

რუსეთს ძალიან არ უნდა დღეს ასლან ბჟანია, მაგრამ იძულებულია, შექმნილ ვითარებას ანგარიში გაუწიოს და აქედან გამომდინარე, ბჟანიამ ძალიან კარგად იცის, რა შეიძლება მას დაემართოს მომავალში. რაც მის წინამორბედებს დაემართა, ალბათ, ის დაემართება. ამიტომ, ის ცდილობს რუსეთთან კარგი ურთიერთობა იქონიოს. სხვანაირად ის დაიღუპება. ეს ადამიანები ე.წ. პოზიცია, ოპოზიცია ყველა რუსების ხელშია. რუსებს ჰყავთ თავიანთი რჩეულები. დანარჩენებმა, რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ რუსეთი უყვართ, მაინც ბოლომდე არ ენდობიან და ასეთ პიროვნებათა რიცხვს მიეკუთვნება ბჟანიაც. უნდა დაველოდოთ 22 მარტს, დეფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს. აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც ისეთი კანდიდატი, რომელიც სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს ბჟანიას. ე.წ. არჩევნებში ბჟანია გაიმარჯვებს, მაგრამ უკვე გამოჩნდება სერიოზული კანდიდატი, რომელიც საფრთხობელას როლს შეასრულებს“- განაცხადა გამახარიამ.

 

 

პრესკონფერენციის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ: https://www.youtube.com/watch?v=pUuCJXIky9M

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions