დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ასპექტებს მიეძღვნა „ქართული TV”-ს მორიგი გადაცემა

 


„ქართული TV“-ს გადაცემათა ციკლის - „ჩემო აფხაზეთოს“ მორიგი გადაცემა წამყვანმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა,  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მურმან კვარაცხელიამ აფხაზეთიდან დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მდგომარეობის მიმოხილვას მიუძღვნა. ამ მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროგრამებზე, არსებულ  გამოწვევებზე,  მათ შორის კოვიდპანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებაზე დეტალურად იმსჯელეს სტუდიის სტუმრებმა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რუდიკ ცატავამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარინა კობახიძემ.

 

 

 

 

იხილეთ: https://youtu.be/ysqYkRRd9Jk

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions