„ქართული TV“-ს გადაცემათა ციკლის - „ჩემო აფხაზეთოს“ მორიგი გადაცემა წამყვანმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მურმან კვარაცხელიამ აფხაზეთიდან დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მდგომარეობის მიმოხილვას მიუძღვნა. ამ მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროგრამებზე, არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის კოვიდპანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებაზე დეტალურად იმსჯელეს სტუდიის სტუმრებმა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რუდიკ ცატავამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარინა კობახიძემ.
იხილეთ: https://youtu.be/ysqYkRRd9Jk