აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა

3 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ; და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და მინისტრის მოადგილე რაულ წულაია.

შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძემ.

მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, რუდიკ ცატავამ, რაისა ქარაიამ, ელგუჯა გვაზავამ, ზურაბ ჯგუბურიამ.

სხდომას, რომელიც ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.






































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions