აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა

9 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტის პროექტის თაობაზე“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტის პროექტის თაობაზე“; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ; აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრის ვახტანგ ყოლბაიას ქ. ერევანში ვიზიტის შედეგების შესახებ.

პირველ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, ხოლო თანამოხსენებით სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.

სხდომების მუშაობაში მონაწილეობდნენ ასევე მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და განყოფილების უფროსი თამარ მამულაშვილი.

მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ადა მარშანიამ, რუდიკ ცატავამ, რაისა ქარაიამ, ბორის კაკუბავამ, ზურაბ ჯგუბურიამ.

სხდომას, რომელიც ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

































































































































 





























































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions