ნათლისღებას გილოცავთ, თანამემაულენო!

 

ღეს ნათლისღებაა — ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული.


ამ დღეს, იესო ქრისტე მდინარე იორდანეში  იოანე ნათლისმცემლისგან მოინათლა და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. როგორც წმინდა წიგნებშია აღნიშნული, მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას თვითონ კი არ საჭიროებდა, არამედ სიმდაბლით ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა. ნათლისღება ის ძირითადი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანდება.

სახარების თანახმად, ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება; ნაკურთხი წყალი ოჯახებში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში უხრწნელად  ინახება. მას, როგორც სიწმინდეს და ეშმაკეულისა და ავადმყოფობისაგან დამცავს, ადამიანები უზმოზე იღებენ.


ნათლისღების დღეს ასევე ღვთის გაცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ ქრისტეს ნათლობისას ადამიანთა წინაშე პირველად გამოჩნდა, პირველად გაცხადდა წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით გამოჩნდა, ხოლო ციდან მამა ღმერთის ხმა გაისმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვყავ”.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გილოცავთ ყველას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ენგურსგაღმა და გამოღმა საქართველოს ამ დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს; გისურვებთ, რომ უფალმა, ნაკურთხი წყლის მადლმა, წმინდა სამების სასწაულმა გააძლიეროს თითოეული თქვენგანი, გაამთლიანოს სრულიად საქართველო, მშვიდობა, ჯანმრთელობა, სამართლიანობა, სიკეთე და სიყვარული სუფევდეს თქვენს ოჯახებში, ჩვენს სულში, ჩვენს სამშობლოში.


ღმერთმა მრავალ ნათლისღებას დაგვასწროს გაერთიანებულ, ეკონომიკურად განმტკიცებულ საქართველოში!


ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions