ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში მურმან კვარაცხელიას წიგნის „ჩემო აფხაზეთო“ პრეზენტაცია შედგა

ა/წ 17 თებერვალს ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პროფესორის მურმან კვარაცხელიას წიგნის „ჩემო აფხაზეთო“ პრეზენტაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე თეიმურაზ შაშიაშვილი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და აფხაზეთის დევნილი საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნა და დარბაზში მყოფთ მოესალმა პროფესორი როლანდ კოპალიანი.

სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, პოლიტიკოსი თეიმურაზ შაშიაშვილი, მეცნიერი ვახში ჟვანია, მეომართა კავშირის ქუთაისის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ციალა კოპალიანი, წიგნის ავტორი მურმან კვარაცხელია.

მოწვეულმა სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს მურმან კვარაცხელიას ნაშრომს, ისაუბრეს ავტორის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე. აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ნაშრომი მომავალი თაობებისთვის, კონფლიქტის მოგვარებისა და ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების საქმეში.

შეხვედრის დასასრულს მურმან კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ პერსონალს და დამსწრე საზოგადოებას გულთბილი მიღებისათვის.























































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions