ჯემალ გამახარია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2020-2022 წლების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

28 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2020-2022 წლების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.


პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ქვეყანაში მოღვაწე რელიგიური კონფესიების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

სტუმრებს ანგარიში წარუდგინა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, სადაც ირღვევა ეროვნებით ქართველების და აღმსარებლობით მართლმადიდებლების რელიგიის, გამოხატვის, თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ნადგურდება და თვითნებურად იერ-სახე ეცვლება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებს.

სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებასა და სააგენტოს აქტივობებზე „ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში. ამასთან, ზაზა ვაშაყმაძემ ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ თუ მიმდინარე პროექტებზე: „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“, „საბჭოთა პერიოდში საქართველოში რეპრესირებული სასულიერო პირები“, UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი - „საქართველოს რელიგიები ბავშვთა უფლებების დასაცავად“, „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“ და სხვა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.






































































































































 

































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions