ვახტანგ ყოლბაია ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ვლადიმერ ალფენიძისადმი მიძღვნილი კონფერენციის მოსამზადებელ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა

10 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ სამუშაო შეხვედრა გამართა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის თანამშრომლებთან.

მ/წ 24 მარტს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცირე დარბაზში დაგეგმილია ვლადიმერ ალფენიძისადმი მიძღვნილი კონფერენციის ჩატარება. ღონისძიების მომზადებაში მონაწილე სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა ეძღვნებოდა ამ ცნობილი პიროვნების მოღვაწეობის ამსახველი ვიდეო და ბეჭდვითი მასალების შეგროვებისა და დამუშავების საკითხებს.




































































 






























ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions