კომიტეტების ერთობლივ სხდომას უძღვებოდა საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესხებ“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საქართველოს კანონის პროექტის შესახებ“ და საკითხი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საქართველოს კანონის პროექტი შესახებ“.
სხდომის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები და შენიშვნები, დეპუტატმა ადა მარშანიამ არნიშნა, რომ ის მხარს არ უჭერს ამ კანონპროეტის ახალ ვარიანტს. განხილვის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს ახალი კანონპროექტის მიღებას.