ჯემალ გამახარია საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციას დაესწრო

31 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

 

პრეზენტაცია გახსნა და ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა. მან ვრცლად ისაუბრა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე, მიღებულ შედეგებზე, მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროექტებზე.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. თავის გამოსვლებში პირველმა პირებმა ყურადღება გაამახვილეს ბიუროს საქმიანობის მნიშვნელობაზე, დაგეგმილ რეფორმებზე, ანტიკორუფციული პოლიტიკის სწორ და თანმიმდევრულ გატარებაზე.

ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიების, სასამართლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions