აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ პატივი მიაგეს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანის, გამორჩეული მამულიშვილის, თადარიგის პოლკოვნიკის სპარტაკ მარხულიას ხსოვნას და საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.