უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინიტრს ეკა ხოფერიას მოუსმინეს

15 მაისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა. პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას მოუსმინეს.


სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.


მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, თუ რამდენად იყვნენ სამინისტროს აპარატის შესაბამისი სამსახურები ჩართული პროგრამის შესრულებაში, ხომ არ ხდება დუბლირება ფუნქციების შესრულებაში სამინისტროს აპარატის სამსახურებსა და სიპებს შორის; თეატრებში, კაპელაში, ანსამბლებში, საყმაწვილო და საბავშვო ჟურნალების „იალქანისა“ და „აფქიოს“ გამოცემასთან და გავრცელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და სსიპ  აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს როლს ამ შემოქმედებითი ორგანიზაციების მუშაობაში; აფხაზეთის სახელით მოასპარეზე  სპორტული გუნდების და კლუბების დაფინანსებას; სსიპ-ების მუშაობას, მათი შემოსავლების გაზრდის მიზნით ღონისძიებების ჩატარებას და სხვა.


დებატებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები  რაისა ქარაია, ადა მარშანია, ნუგზარ მგალობლიშვილი, თემურ მჟავია, ზურაბ ჯგუბურია, ელგუჯა გვაზავა, ანზორ წოწონავა, მურმან კვარაცხელია.


სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილეები, შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები, რომელთაც ისაუბრეს მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე.


სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს დასკვნითი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასა ინტერპელაციის წესით მინისტრის მოსმენა. მან აღნიშნა, რომ სამინისტროს ნებისმიერი პროგრამა უმაღლესი საბჭოს მხრიდან აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი, რადგან კულტურა არის პრიორიტეტებს შორის პრიორიტეტი.


სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.









ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions