აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები დაჯილდოვდნენ

20 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საპატიო მიღება გაიმართა, რომელიც „აფხაზეთობის“ დღესასწაულს მიეძღვნა.

 

მიღებაზე მოწვეული იყვნენ აფხაზეთის საზოგადოების გამორჩეული ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროში წარმატებით მოღვაწეობენ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ღვაწლის, პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის დაფასება. ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს, უსურვა წარმატებები შემდგომ საქმიანობაში და საპატიო სიგელები გადასცა.

ღონისძიების მსვლელობისას მოწვეულმა სტუმრებმა შეასრულეს ბალადები და ლექსები აფხაზეთზე. წარმოდგენილი იყო ნორჩი მხატვრების ნამუშევრები აფხაზეთის თემატიკაზე.



უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ:

ლელა ჩხაიძე - მოსწავლე და სტუდენტ-ახალგაზრდების აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

მაია ბასილაია - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;

ლექსო ლაგვილავა - ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და იძულებით გადაადგილებული პირების ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;

ციცინო ჯულუხიძე - მწერალთა კავშირის წევრი, განათლების სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი და საჯარო მოღვაწეობისთვის, აქტიური საზიგადოებრივი და ეროვნული პოზიციისთვის;

ტანია თოდუა - მოსწავლე-ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე განათლების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის და აქტიური საზოგადოებრივი და ეროვნული პოზიციისათვის;

ხათუნა ჯოჯუა - იძულებით გადაადგილებული პირების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები დაჯილდოვდნენ
https://youtu.be/9cYFzoMWs8M




































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions