21 მაისს „აფხაზეთის დღე“ აღინიშნა

21 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში გაიმართა ფოტოგამოფენა - „თქვენი საყვარელი კადრები აფხაზეთიდან“.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, როგორც აფხაზეთის მკვიდრი, ასევე აფხაზეთთან დაკავშირებული საზოგადოებისათვის ცნობილი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების ფოტოები, მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი და საოჯახო ფოტოალბომები. ღონისძიების ფარგლებში სოხუმის თეატრის დარბაზში გაიმართა მუსიკალური საღამო აფხაზეთის ანსამბლების მონაწილეობით.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციის  წარმომადგენელი გივი ჯაფარიძე, დეპუტატები ვახტანგ ყოლბაია, ნუგზარ მგალობლიშვილი, მურმან კვარაცხელია, აფხაზეთის მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანები ესწრებოდნენ.


21 მაისს „აფხაზეთის დღე“ აღინიშნა

https://youtu.be/HdGwdAhIahg






























































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions