ჯემალ გამახარია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

26 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს აღმსარულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოს და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.













































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions