ჯემალ გამახარია დაესწრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - “ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის”

27 მაისს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფორუმი - “ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის“.

 

ფორუმს ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი მიზნად ისახავს, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მიმართ არსებული სტრატეგიისა და პროგრამების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას, ასევე, თანამემამულეების ცოდნის, პროფესიული გამოცდილების და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა საგარეო საქმეთა სამინისტროს სამ მნიშვნელოვან საგრანტო პროგრამაზე - "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ და „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“. ისაუბრა რა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე ქვეყნის განვითარების პროცესში, აღნიშნა სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ. შეეხო საზღვარგარეთ მოქმედი ქართული მართლმადიდებლური ტაძრებისა და სამრევლოების საკითხს.

საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა.



















































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions