ჯემალ გამახარია აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ტელესტუდიის საზეიმო გახსნას დაესწრო

დღეს, 30 მაისს, აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ტელესტუდია გაიხსნა.

 

ცენტრის მიერ 2023 წელს შესრულებული სამუშაოები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, დეპუტატებმა, მთავრობის წევრებმა და ომის ვეტერანებმა დაათვალიერეს. მოწვეულმა სტუმრებმა სიმბოლურად წითელი ლენტის გაჭრის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.


აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელობის განცხადებით, ტელესტუდიაში დაგეგმილია საქართველოში აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული პირველი ანალიტიკური გადაცემის ჩაწერა, რომელსაც ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე გაუძღვება.













































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions