უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობამ აფხაზეთის საზოგადოების სახელით ჭაბუა ამირეჯიბს 90 წლის იუბილე მიულოცა

 

18 ნოემბერს, აფხაზეთის საზოგადოებრიობის სახელით აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, პოეტმა გენო კალანდიამ გამოჩენილ ქართველ მწერალს ჭაბუა ამირეჯიბს (ბერ დავითს) დაბადების დღე მიულოცეს, ჯამრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

 

ე.გვაზავამ მწერალს პატივისცემის ნიშნად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და ის წიგნები გადასცა საჩუქრად, სადაც აღწერილია აფხაზეთის ისტორია და სასულიერო პირთა მოღვაწეობა აფხაზეთში. მილოცვებს შეუერთდა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა), რომელმაც 2010 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,  ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის კურთხევით ბატონი ჭაბუა ბერად აღკვეცა.

 

ჭაბუა ამირეჯიბი არის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის (1994), საქართველოს სახელმწიფო პრემიის (1998) და სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979), ღირსების ორდენის კავალერი (2001), დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ორდენით (2009), ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით, მისი ნაწარმოებები დაბეჭდილია მსოფლიოს ოცდაათ ენაზე.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions