უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა

20 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა უძღვებოდა.


უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი: „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციისა და ქართული მოსახლეობის ეტნიკური წმენდა-გენოციდის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეზოლუციის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე“.

აღნიშნულთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია წარსდგა. მისი განცხადებით, დადგენილების პროექტში თავმოყრილია ყველა დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა დროს იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, ასევე წარმოდგენილია საერთაშორისო ორგანიზაციების (მათ შორის გაერო, ეუთო და სხვა) მიერ მიღებული რეზოლუციები და განცხადებები, არის მითითება საერთაშორისო კონვენციებსა და დეკლარაციებზე, რომლებიც საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით ატარებენ აუცილებელ ხასიათს. მსოფლიო თანამეგობრობა თანხმდება, რომ რუსეთმა მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, რეგიონში მცხოვრები ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა/გენოციდი, საკუთარი სახლებიდან განდევნა. სამწუხაროდ აღნიშნული პროცესი დღესაც გრძელდება.


ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით დადგენილების პროექტი წარედგინება უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს და ფრაქციებს განსახილველად.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავა.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.


























































































































 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions