სამუშაო თათბირი უმაღლეს საბჭოში

25 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში სამუშაო თათბირი ჩატარდა, რომელსაც თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა უძღვებოდა.

 

თათბირზე კომიტეტების, ფრაქციებისა და აპარატის სამსახურების კოორდინირებული მუშაობის, ასევე დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების განხორცილების საკითხები განიხილეს.

უმაღლესი საბჭოს ამოცანებზე და დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაზე ვრცლად ისაუბრა თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ. მან ხაზი გაუსვა კომიტეტების სხდომების ჩატარებისა და უმაღლესი საბჭოს აპარატის შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას. ამასთან, ვრცლად ისაუბრა „მინისტრის საათის“ ფარგლებში კომიტეტების საქმიანობის გააქტიურებისა და აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.  

აპარატის შიდა განაწესის რეალიზაციისა და რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების მიმდინარე საკითხებზე უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებოანიამ ისაუბრა. მან ძირითადად ყურადღება გაამახვილა აპარატის საქმიანობის პროცედურული საკითხების დახვეწასა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

თათბირის მსვლელობისას გამოითქვა შენიშვნები, მოსაზრებები.


















































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions