უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა

26 სექტემბერს ჩატარდა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.

 

სხდომას უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციისა და ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა-გენოციდის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეზოლუციის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულად ცნობის შესახებ.“

ვახტანგ ყოლბაიამ დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული  დადგენილების პროექტი. მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დაიწყო პროცედურა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით ინიციირებულ „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციისა და ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა-გენოციდის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეზოლუციის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტზე.

დადგენილების პროექტი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად გადაეგზავნა უმაღლესი საბჭოს ფრაქციებსა და კომიტეტებს, საიდანაც წარმოადგინეს შესაბამისი დასკვნები.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავა, დეპუტატი თეიმურაზ მჟავია.

გაერთიანებულ სხდომაზე კომიტეტების წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების მაქსიმალურად გათვალისწინებით დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილი დადგენილების პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვას.



























































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions