მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი ჯილდო - საპატიო სიგელი და მედალი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა.
ჯემალ გამახარია მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისთვის და წარმატებები უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ:
ოთარ ჟორდანია - საზოგადო მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 1993-2005 წლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
ზურაბ ჩიქოვანი - საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, აფხაზეთის კონფლიქტის ობიექტურ მიზეზებზე და ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე გამოქვეყნებული არაერთი პუბლიკაციის ავტორი;
ოთარ ჩარკვიანი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის აპარატის უფროსი;
ზურაბ გახარია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი.