აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და მედლით სხვადასხვა პროფესიის წარმატებული ადამიანები დაჯილდოვდნენ

4 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა წლის გამორჩეული ადამიანების დაჯილდოება.

მოწვეულთა შორის იყვნენ სხვადასხვა პროფესიისა და ბიოგრაფიის მქონე ადამიანები: უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები, ღვაწლმოსილი სახელმწიფო მოხელეები.

მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი ჯილდო - საპატიო სიგელი და მედალი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა.

ჯემალ გამახარია მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისთვის და წარმატებები უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში.



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ:


ოთარ ჟორდანია - საზოგადო მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 1993-2005 წლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;

ზურაბ ჩიქოვანი - საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, აფხაზეთის კონფლიქტის ობიექტურ მიზეზებზე და ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე გამოქვეყნებული არაერთი პუბლიკაციის ავტორი;

ოთარ ჩარკვიანი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის აპარატის უფროსი;

ზურაბ გახარია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი.











































































































































































































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions