უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია კახეთის რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

 

გასულ კვირას უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია კახეთის რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. შეხვედრაზე სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციას ადგილზე შეუერთდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით მესხიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი. როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ განაცხადა, შეხვედრა პროდუქტიული იყო.

 

”რეგიონის ხელმძღვანელობამ დახმარება აღუთქვა დევნილ მოსახლეობას. ამ დროისათვის არსებული მთავარი პრობლემა ღვარცოფებისა და წყალმოვარდნებისაგან დატბორილი სარდაფების ამოშრობაა, სიძველის გამო მწყობრიდან გამოსული საწვიმარი ღარებისა და სახურავის გამოცვლა. გურჯაანში მცხოვრებ დევნილებს შედარებით კარგი საცხოვრებელი პირობები აქვთ, მართალია ხარვეზებიც არის, თუმცა მოგვარებადი“ - განაცხადა ელგუჯა გვაზავამ.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions