ფეხბურთის მოყვარულთათვის

 

მიმდინარე წლის გაზაფხულზე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ დააფუძნა ყოველთვიური გაზეთი ”ფეხბურთი დღეს”. უკვე გამოვიდა გაზეთის სამი ნომერი.

 

საფეხბურთო გაზეთის ფურცლებზე ქვეყნდება სპორტის ამ ყველაზე პოპულარულ სახეობასთან დაკავშირებული საინტერესო მასალები, რომელიც ეძღვნება ძირითადად ქართული ფეხბურთის წარსულსა და აწმყოს, ტყავის ბურთის აღიარებულ ოსტატებს. აქვეა პუბლიკაციები მსოფლიო და ევროპის ფეხბურთის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. ნომრიდან ნომერში გადადის რუბრიკა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებისა და ცხრილების შესახებ. გაზეთს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ფეხბურთის საყოველთაოდ აღიარებული მიმომხილველისა და ანალიტიკოსის დავით ქლიბაძის, გაზეთის რედაქტორის დავით ცაბაძის წერილები.

 

გაზეთი გამოიცემა კომპანია ”ლუკოილის” და ლევან ჟორდანიას სახელობის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ულოცავს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს მურად ანჯაფარიძეს, გეზეთ ”ფეხბურთის დღეს” რედაქციას და სარედაქციო კოლეგიას (ბატონები ვლადიმერ ბარქაია, მერაბ დგებუაძე, დიმიტრი ჭანტურია) საინტერესო და საჭირო პროექტის რეალიზაციას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს ამ კეთილშობილურ საქმიანობაში.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions