სამშობლოს მაღალი ჯილდო

 

ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებისა და მისი საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის სანქტ-პეტერბურგის ”ტროიცკის” კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ’სიხარულის” ხელმძღვანელის ჯანო (რაიბულ) ლიპარტელიანის და ქორეოგრაფის ეთერ ლიპარტელიანის ღირსების ორდენებით დაჯილდოვების შესახებ განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წელს მოაწერა ხელი, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო სახელმწიფო ჯილდოების გადაცემა აქამდე ვერ მოხერხდა.

 

ამ დღეებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ  ქალბატონ ეთერ ლიპარტელიანს, მისი და მისი მეუღლის, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, კუთვნილი ორდენი გადასცა. დაჯილდოვებას ესწრებოდნენ ლიპარტელიანების ოჯახის წევრები და მეგობრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპრატის თანამშრომლები.

 

ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლ ”სიხარულს” სანქტ-პეტერბურგში ამჟამად მათი ქალიშვილი სოფიკო ლიპარტელიანი ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ ”სიხარული” გასტროლებით არაერთ ევროპულ ქვეყანაში იყო მიწვეული.

 

 


 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions