19 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა რუსეთის რეგულარული ჯარის დახმარებით 300 ათასზე მეტი აფხაზეთის ადგილობრივი მკვიდრი იარაღის ძალით განდევნა მშობლიური მხარიდან, ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლე კი მხოლოდ იმიტომ რომ ის ეთნიკურად ქართველი იყო, წამებით გამოასალმა სიცოცხლეს.
აფხაზეთის ომს უამრავი მამულიშვილი, გმირი მეომარი შეეწირა.
დღეს, აფხაზეთის ა/რ უმარლესი საბჭო საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ მეომართა პატივმიგების რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს:
10.00 - გმირთა მოედანი, ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მეომართა მემორიალის ყვავილის გვირგვინით შემკობა;
11.00 - ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოს ყვავილის გვირგვინით შემკობა;
12.00 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გენერალ თამაზ ნადარეიშვილის საფლავის ყვავილების გვირგვინით შემკობა;
12.30 - 23-ე ბრიგადის მეთაურის გენერალ გენო ადამიას საფლავის ყვავილების გვირგვინით შემკობა;
13.00 - ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავის ყვავილების გვირგვინით შემკობა.