აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა აფხაზეთის ტერიტორიის გამოყენებით რკინიგზის გახსნის პერსპექტივასთან დაკავშირებით აცხადებს:


„კატეგორიულად არ ვემხრობი ამ პროექტის არც თავგადაკლულ მოწინააღმდეგებს და არც მომხრეებს. საკითხი რთული, ფაქიზი და უდიდესი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელია. მე, პირადად უსიტყვოდ დავუჭერ მხარს ყველა ღონისძიებას, რომელიც დამარწმუნებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შეუქცევად აღდგენაში, აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ჭეშმარიტ დამკვიდრებაში, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოხატული იქნება აფხაზეთიდან დევნილების თავის სახლებში უპირობო დაბრუნებით. უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ ვინმე გაბედავს და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მიიღებს ზემოაღნიშნულის გაუთვალისწინებლად.  ჩემთვის უმოქმედობა მიუღებელია. მე ასეთ გზავნილს გავუკეთებდი ცენტრალურ ხელისუფლებას რკინიგზის გახსნის იდეასთან დაკავშირებით: „იმოქმედეთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მცდარი ნაბიჯები მარცხნივ ან მარჯვნივ კატასტროფის ტოლია.“

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions