ელგუჯა გვაზავა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა

 

18 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელს დიმიტერ ტონევს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

 

მხარეებმა მიმოიხილეს აფხაზეთის კონფლიქტის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, დევნილთა მდგომარეობა და სხვა აქტუალური საკითხები. ამასთან ერთად, ბატონმა ელგუჯა გვაზავამ მოკლედ ისაუბრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მუშაობის სპეციფიკისა და მისი სტრუქტურის შესახებ.

 

თავის მხრივ, ბატონმა დიმიტერ ტონევმა გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების რეალიზაციას.

 

ელგუჯა გვაზავამ მადლობა გადაუხადა დიმიტერ ტონევს მობრძანებისათვის და წარმატება უსურვა მის საქმიანობაში.

 

შეხვედრა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით შედგა.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions