20 წლის წინ, 1993 წელს სოხუმი დაეცა

 

 

სოხუმის დაცემის ტრაგიკული მრგვალი თარიღი მტკივნეულ განცდას იწვევს ქართულ საზოგადოებაში. ეს განცდა განსაკუთრებულად მძიმეა აფხაზეთის მკვიდრთათვის, რადგან დაბრუნების მოლოდინი დევნილთათვის სავარაუდო ყოველგვარ ზღვარს გადასცილდა და უკან მოიტოვა 20 წელი.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 2013 წლის საქმიანობის პრიორიტეტები ძირითადად ამ ტრაგიკულ თარიღს მიუძღვნას და ამით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ოფიციალური სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების ყურადღება აფხაზეთის პრობლემატიკას მიაპყროს და ამით ხელი შეუწყოს მის აქტუალიზაციას.

 

1992-1993 წლების საომარი მოქმედებების დასრულების 20 წლისთავთან დაკავშირებული, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში შემუშავებული სპეციალური გეგმა მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ ღონისძიებას, რომელთაგან ერთი ბლოკი 20 წლის წინ, 15-16 მარტს რუსეთის გენშტაბში სოხუმის ასაღებად დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის ქართული მხარის მიერ წარმატებით მოგერიებას უკავშირდება.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions