აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში დამატებების განხილვის კანონით გათვალისწინებული პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
თავდაპირველად, ამ საკითხის განხილვა მოეწყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებმა, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.
მორიგი განხილვა ქუთაისში , არასამთავრობო ორგანიზაცია ,, სოხუმის“ ოფისში გაიმართა და მასში მონაწილეობა ქუთაისში მცხოვრებმა დევნილი საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
კონსტიტუციაში დამატებების განხილვის პროცესი გაგრძელდა ასევე აფხაზეთის ა/რ სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის წარმომადგენლობაში, რომელშიც მონაწილეობა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებმა დევნილებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს . შეხვედრისას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით კამათი და დებატები წარიმართა.
30 აპრილს კი, აღნიშნული ცვლილებების შესახებ განხილვა ბათუმის ,, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ოფისში შედგა, რომელსაც ასევე აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც წარმომდგენლები დაესწრნენ.
აფხაზეთის მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით შეხვედრები გრძელდება.