აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს კომისიების სხდომა

 

2013 წლის 10 მაისს გაიმართა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის კომისიისა (ჯ. გამახარია) და საფინანსო - საბიუჯეტო და დარგობრივ საკითხთა კომისიის (დ. გვაძაბია) გაერთიანებული სხდომა, სადაც განიხილეს კანონპროექტი აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

 

სხდომამ მიიღო შემდეგი დადგენილება:

 

- ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი მოწონებულ იქნას;

 

- პრეამბულაში სიტყვებს ,,მიღებულია 1978 წლის 6 ივნისს’’ დაემატოს სიტყვები: ,,ცვლილებები და დამატებები შეტანილია 1991 წლის 9 ივლისსა და 27 აგვისტოს;

 

- გარდამავალ დებულებაში მიეთითოს, რომ 112-ე პრიმა მუხლის I პუნქტი და 156-ე მუხლის 1 პუნქტი ძალაშია საქართველოს პრეზიდენტის ახალი სტატუსის ამოქმედებამდე;

 

- 114-ე მუხლის ზ) პუნქტში სიტყვები ,,უზრუნველყოფს...დაცვას’’ შეიცვალოს სიტყვებით ,,მონაწილეობს...დაცვაში’’;

 

- 137-ე მუხლის 1 პუნქტიდან ამოსაღებია სიტყვა ,,ის“;

 

- 112-ე პრიმა მუხლის 1 პუნქტში დაემატოს, რომ საკუთარი ნებით გადადგომის შემთხვევაში პრეზიდენტის თანხმობა აუცილებელი არ არის;

 

- 105-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები ,,უახლოეს პლენარულ სხდომაზე’’ შეიცვალოს სიტყვით ,,დაუყოვნებლივ“ ან მიეთითოს ზუსტი ვადა - 3-5 დღე;

 

- 112-ე მუხლის მე-2 პუნქტში აისახოს უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება აფხაზეთის მინისტრის დანიშვნისას, რათა ეს არ იყოს მხოლოდ მთავრობის პრეროგატივა.

 


 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions