თამაზ ხუბუა საერთაშორისო ორგანიზაციებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

 

გალის რაინის სოფელ ოქუმის საშუალო სკოლაში მ/წ 23 მაისს გალის დე–ფაქტო უშიშროების თანამშრომლები თემურ შაკაია, ედიკ ჭოლარია შეიჭრნენ და სკოლიდან ქართული წიგნები კომპიუტერებთან ერთად ამოიღეს. სოხუმში უშიშროების ორგანოში დაკითხვაზე დაიბარეს გალის რაიონის განათლების განყოფილების უფროსი, რომელიც გარკვეულწილად ხელს უწყობს ოქუმის და სხვა სკოლებში ქართულად სწავლებას.

 

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა.

 

„თუ ადრე სოხუმის ადმინისტრაცია მოჩვენებითი შეფარვით ავლენდა ყოველივე ქართულისადმი დევნასა და ზიზღს, დღეისათვის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამეფებულია ყოვლად უხამსი, კაცთმოძულე სეგრეგაციული კომპონენტებით გაჯერებული ქმედებები საქართველოს ამ რეგიონში ქართული სულისა და ქართული აზროვნების ამოსაძირკვად. აღმაშფოთებელია საერთაშორისო თანამეგობრობის, პოლიტიკური და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ყოვლად უნიათო, აწ უკვე აშკარად გამაღიზიანებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ყოველივე ზემოაღნიშნულისადმი. მინდა მათ მივმართო: გამოფხიზლდით ბატონებო - აფხაზეთში ჩვეულებრივი ფაშიზმი მძვინვარებს!“.

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions