შეხვედრები იმერეთის რეგიონში

 

18 ივნისს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები რაისა ქარაია, ჯემალ გამახარია და დავით გვაძაბია იმერეთის რეგიონში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დევნილ მოსახლეობასთან მჭიდრო კონტაქტისა და სოციალური პრობლემების მოგვარებაში ჩართულობის მიზნით დაიგეგმა.

 

როგორც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, კოალიცია ”ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო”-ს თავმჯდომარე ქალბატონი რაისა ქარაია აღნიშნავს:

 

”შეხვედრა მოეწყო იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელებთან, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის (ყოფილი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი) პროფესურასთან, ქუთაისისა და წყალტუბოს დევნილთა პოლიკლინიკების მედპერსონალთან, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებთან. ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები ახლო მომავალშიც გეგმავენ ღონისძიებებს, რითაც თავის წვლილს შეიტანენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების განხორციელებაში”.


 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions