ღირსეული ქალბატონის იუბილე

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მეცნიერებათა ეროვნული აკდემიის ორგანიზებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის რაისა ქარაიას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ”საქართველოს სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრობლემები”.

ქალბატონ რაისა ქარაიას იუბილე მიულოცეს და მრავალმხრივ მოღვაწეობაში წარმატებები უსურვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ერქვანიამ, აფხაზეთის ეროვნული და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტებმა პროფესორებმა ზურაბ ლომთათიძემ და ოთარ ჟორდანიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა,   აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ქეცბამ და სხვებმა.

მოხსენებებით სხვადასხვა თემაზე გამოვიდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, პროფესორები ლიანა ჯიქია, თამაზ ცანავა, ვაჟა თოდუა.

ქალბატონი რაისა ქარაია სხვადასხვა წლებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოში ქვეკომისიებს ხელმძღვანელობდა, იყო დევნილთა უფლებების დაცვისა და სოციალური რეაბილიტაციის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ამჟამად ფრაქცია ”ერთიანი საქართველოს” ხელმძღვანელია. 1989 წელს ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა აფხაზეთის ისტორიაში პირველ დამოუკიდებელ ქალთა ორგანიზაციას - საქველმოქმედო საზოგადოებას ”წმინდა ნინო”. ქალბატონი რაისა მიუხედავად საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთულობისა,  დევნილობის პერიოდშიც აგრძელებს სამეცნიერო მოღვაწეობას - ის არის შვიდ ათეულამდე ნაშრომის, არაერთი მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი. რაისა ქარაია დაჯილდოებულია ღირსებით ორდენით.














































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions