29 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სამშვიდობო სწავლების ცენტრის“ საზეიმო გახსნა გაიმართა. ცენტრი ხელს შეუწყობს სამშვიდობო იდეების განვითარებას და სამშვიდობო ინიციატივებში სტუდენტების ჩართულობის გაძლიერებას.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ,  მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტის რექტორმა თეა ჯუღელმა, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ეკა სეფაშვილმა მიმართეს.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მაკეტის გახსნა და თეატრალური წარმოდგენა - „სოხუმში დაბრუნება“, რომელიც რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ გურამ ოდიშარიას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგა.

ღონისძიებას ასევე  უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები და წევრები: თამაზ ხუბუა, ნუგზარ მგალობლიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, მურმან კვარაცხელია, თემურ მჟავია,  საქართველოს საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები,  უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია ესწრებოდნენ. 

გალერეა

სხვა სიახლეები