18 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო პროექტი
“სოხუმი (აფხაზეთი) ჩემს გულში” გაიმართა.
პროექტში 14-დან 23 წლამდე ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ სოხუმსა და აფხაზეთზე დაწერილი
ახალი სიმღერები შეასრულეს.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა
უფროსი თაობის ავტორების მიერ სოხუმის თემატიკაზე დაწერილ ლექსებზე შექმნილი ვიდეოკლიპების
ჩვენება. ასევე წარმოდგენილი იყო მცირე ქორეოგრაფიული
ნომრებიც.
პროექტი უმაღლესი საბჭოს აპარატის
სამშვიდობო ღონისძიებების კოორდინატორის ნინო მორცხულავას ინიციატივითა და ორგანიზებით
გაიმართა.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში
სოხუმისა და აფხაზეთისადმი ემოციური კავშირის შენარჩუნება და სამშვიდობო გზავნილის
გადაცემა კულტურის საშუალებით.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია, უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.