13 ივნისს სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი
პალასში ქართული კალიგრაფიისა და მეწარმეობის საერთაშორისო ფესტივალი “გულანი
2026”-ის გახსნის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ქართული კალიგრაფიის,
ხელოვნებისა და ქართველ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა მოეწყო და გაიმართა პანელური
დისკუსია, რომელშიც იაპონიის ელჩი საქართველოში ბატონი იშიძუკა ჰიდეკი და ქართველი
და იაპონელი კალიგრაფები მონაწილეობდნენ.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ,
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, ნიდერლანდების სამეფოში “ქართული კულტურის ცენტრის”
დამფუძნებელმა, ფონდის “დიასპორის ალიანსი საქართველოსთვის” პრეზიდენტმა თინათინ სვანიძე-ვენკომ,
თეატრმცოდნემ და ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ მიმართეს.
ფესტივალის ფარგლებში, ასევე გაიმართა თინათინ
სვანიძე-ვენკოს რიგით მეორე წიგნის “გულანის” პრეზენტაცია.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის პირველი
ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მურმან კვარაცხელია, უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე დინარა დარსალია, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ქართული დიასპორის წარმომადგენლები
და კალიგრაფიული ნამუშევრების ავტორები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს
ბავშვებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთიდან და
ცხინვალიდან, ასევე ისტორიული ჰერეთიდან.