მიმდინარე
წლის 22 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით კონფერენციის “აფხაზეთი საქართველოა” დასკვნითი ეტაპი
და წარჩინებული მოსწავლეების უმაღლესი საბჭოს სიგელებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონფერენციის
მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას გულთბილად მიესალმნენ და დაჯილდოებულებს მომავალში
კიდევ მრავალი წარმატება უსურვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა,
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ
ხუბუამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა
დავით ფაცაციამ.
ღონისძიების
ფარგლებში, ასევე გაიმართა საგანმანათლებლო პროექტის “ვეცნობი აფხაზეთის ისტორიას”
პირველი ეტაპის გამარჯვებულებისა და აფხაზეთიდან
დევნილი ოქროსა და ვერცხლის კანდიდატი მოსწავლეების, მათი პედაგოგებისა და სკოლების
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმატებულის, მადლობისა და საპატიო
სიგელებით დაჯილდოების ცერემონია.
წარჩინებულ
მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს სიგელები უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ გადასცა. მასთან ერთად კურსდამთავრებულების მანტიებით
შემოსვისა და სიგელების გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები,
აფხაზეთის მთავრობისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ოკუპირებული ტერიტორიის
მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა
კვარაცხელია უძღვებოდა.
ღონისძიებას
ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის
საკითხთა კომუტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, იურიდიულ
და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის იუსტიციისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, განათლებისა და კულტურის მინისტრის
პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, უნივერსიტეტის კანცლერი დავით ჯალაღონია, აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონი, აპარატის წევრები და სხვა მოწვეული
სტუმრები.