29 მაისს თბილისის
საკრებულოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
სამინისტროს ორგანიზებით, კონკურსის “ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი” გამარჯვებულების
დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში,
გაიმართა კონკურსის გამარჯვებულების ნახატების გამოფენა და მონაწილეების მიერ ნახატების
შექმნის პროცესის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება.
დამსწრე საზოგადოებას
სიტყვით მიმართეს და ღონისძიების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, მთავრობის თავმჯდომარე
გიორგი ჯინჭარაძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ, საკრენულოს განათლებისა
და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ, მხატვარმა ელდარ ქავშბაიამ.
გამარჯვებულებს სიგელები
და სიმბოლური საჩუქრები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, მთავრობის თავმჯდომარე
გიორგი ჯინჭარაძემ და მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ გადასცეს.
ღონისძიებას უმაღლესი
საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა
და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და
ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები
და კონკურსის მონაწილეები ესწრებოდნენ.