ჰერბერტ ზალბერის მიერ ცხინვალში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

ჰერბერტ ზალბერის მიერ ცხინვალში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ბ-ნ ჯემალ გამახარიას, რომელმაც განაცხადა შემდეგი:


სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ბ-მა ჰერბერტ ზალბერმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღმაშფოთებელი, ცინიკური და ევროკავშირის ცალსახა პოზიციასთან სრულიად შეუსაბამო განცხადება გააკეთა. ამით მან შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, შეურაცხოფა მიაყენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ასეულ ათასობით მსხვერპლს, ახალი თავხედობისკენ წაახალისა საოკუპაციო რეჟიმები.

ჰერბერტ ზალბერის განცხადებამ გამოაშკარავა ჟენევის პროცესის არაეფექტურობის უმთავრესი მიზეზიც - მისი ერთ-ერთი თანათავმჯდომარის უპრინციპობა და არაკომპეტენტურობა. აუცილებელია დაკავებული თანამდებობიდან ამ ბატონის განთავისუფლება. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი არ დააყოვნებს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

 

 

ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions