დევნილთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 9 ოქტომბერს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.
სასურსათო პროდუქტები მცხეთაში, ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 8-სულიან აფხაზეთიდან დევნილ ვეკუების ოჯახს გადაეცა (ოჯახის უფროსი რუსლან ვეკუა დედით ობოლ 7 შვილს მარტო ზრდის).
პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ და ადამიანის უფლაბათა დაცვის, აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა ელისო პაჭკორიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსმა თენგიზ გასვიანმა გადასცეს.
აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.