უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა

11 ოქტომბერს ჩატარდა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივო სხდომა.

 

სხდომას უძღვებოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომიტეტების წევრები: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, აფხაზეთის ავტონომირი რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი.

აღნიშნულ საკითხზე დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, რომელმაც აგრეთვე უპასუხა დეპუტატთა შეკითხვებს. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ნოე ქაშიბაძემ, დეპუტატებს წარმოდგენილ კანონის პროექტის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა წარუდგინა. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია დროულად მოგვეწოდოს პროექტები და განმარტებითი ბარათები უნდა იყოს უფრო კონკრეტული და დეტალური.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებებს და კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვას.

















































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions